Website is working in a trial mode

(Old version)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ტრენინგი განკუთვნილია მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანებების (სააგენტოების) თანამშრომლების,  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  დაწესებულებების მოქმედი დირექტორების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიების დაკავების მსურველი მოქალაქეებისათვის.

     

    კურსის მონაწილეები შეისწავლიან:

    • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების
      მართვისა და ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს.
    • ავტორიზაციის წესს, ავტორიზაციის სტანდარტს, ბაგა- ბაღის თვითშეფასებას,
      დაწესებულების მისიას, ხედვას, სტრატეგიულ დაგეგმვას, ერთწლიანი სამუშაო
      გეგმის შედგენას.
    • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
      სტანდარტებს, აღმზრდელი პედაგოგის სტანდარტს.
    • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების ფსიქოლოგიასა და
      ინკლუზიას, კომუნიკაციას მშობლებთან, თემთან.
    • ბავშვის უფლებებს და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)
      პროცედურებს.
    • "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს.
    • "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე  ნორმატიული აქტებს.
    • საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს.
    • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მოქმედ სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს.
    • ბავშვთა უფლებების კონვენციას, ბავშვთა დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, რეგულაციებს, სტანდარტებს.
    • ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპებს.
    • ინკლუზიური განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობას.  
    • ინკლუზიური განათლების  პრინციპებს.
    • უნივერსალური დიზაინის  პრინციპებს.
    • ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს.
    • ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებს.
    • სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელების და შეფასების პრინციპებს.
    • დაწესებულების ბიუჯეტის შემუშავების  პრინციპებს.
    • საქართველოს შრომის კოდექსს.

      

    აღნიშნული საკითხების ცოდნა და კომპეტენციების გამომუშავება განაპირობებს მსმენელთა მიერ დაწესებულების მართვისა და ადმინისტრირების წარმატებ ით განხორციელებას , დაწესებულების ავტორიზაციის მოსამზადებლად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას.  

     

    კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი

     

    კურსის ღირებულება: 240 ლარი

     

    კურსზე რეგისტრაცია

     

    საბანკო რეკვიზიტები კურსის საფასურის გადასახდელად: 

    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი  204864548

    მიმღების დასახელება  - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

    მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა 

    ბანკის კოდი - TRESGE22;

    მიმღების ანგარიში/ სახაზინო კოდი 708967253

     

    საკონტაქტო ინფორმაცია: თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. 1). 

    ტელ.:  2250484 (შიდა ნომერი1466); 

    ელფოსტა: tsulifelonglearning@tsu.ge